რუსეთმა კრეისერ „მოსკვას" ჩაძირვიდან ოთხი თვის შემდეგ, მეხუთე მეზღვაურის სიკვდილი დაადასტურა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვიდან ოთხი თვის შემდეგ, უფროსი მიჩმანის დიმიტრი ჩერმისკინის გარდაცვალება დაადასტურა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი „ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ“ გარდაცვლილის მეუღლის, ნადეჟდა მერზლიაკოვაზე დაყრდნობით იტყობინება. 

„11 აგვისტოს მათ გარდაცვალების მოწმობა გადმომცეს“, - განაცხადა მიჩმანის მეუღლემ.

მანამდე დიმიტრი ჩერმისკინი დაკარგულად ითვლებოდა,- ნათქვამია შეტყობინებაში.

კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, 22 აპრილს რუსულმა მედიმ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა. 

18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა

რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. 


ასევე წაიკითხეთ